თურქეთის ქალაქ ყარსში თურქი და აზერბაიჯანელი სამხედროების მონაწილეობით „ზამთრის წვრთნები -2021" ტარდება.
წვრთნებს აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი, გენერალ- პოლკოვნიკი ზაქირ ჰასანოვი, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი და ორივე ქვეყნის არმიების სხვა მაღალჩინოსნები ადევნებდნენ თვალს.
სწავლება, რომელიც 1 თებერვალს დაიწყო, დღეს დასრულდება. სწავლების მიზანია მოქმედებების კოორდინაციის უზრუნველყოფა ერთობლივი ოპერაციების ჩატარების დროს, ახალი იარაღისა და მანქანების გამოცდა.