logo_geo
eng_logo
თურქეთში აზერბაიჯანელი სამხედროების მონაწილეობით წვრთნები იმართება
- +

12 თებერვალი. 2021. 12:47

 

 

თურქეთის ქალაქ ყარსში თურქი და აზერბაიჯანელი სამხედროების მონაწილეობით „ზამთრის წვრთნები -2021" ტარდება.

 

წვრთნებს აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი, გენერალ- პოლკოვნიკი ზაქირ ჰასანოვი, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი და ორივე ქვეყნის არმიების სხვა მაღალჩინოსნები ადევნებდნენ თვალს.

 

სწავლება, რომელიც 1 თებერვალს დაიწყო, დღეს დასრულდება. სწავლების მიზანია მოქმედებების კოორდინაციის უზრუნველყოფა ერთობლივი ოპერაციების ჩატარების დროს, ახალი იარაღისა და მანქანების გამოცდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner