logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე: ანგარიში, რომელზეც გირაო უნდა იქნეს გადახდილი, არის საჯარო ყველა დაინტერესებული პირისთვის
- +

12 თებერვალი. 2021. 13:10

 

 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძე განმარტავს, რომ ანგარიში, რომელზეც ნიკა მელიას გირაო უნდა იქნეს გადახდილი, არის საჯარო და ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის.

 

„ეს არის მისი გეგმა, რომ ვიღაცას გადაახდევინოს, ის არ აღმოჩნდეს გისოსებს მიღმა იმიტომ, რომ ეს მისთვის ძალიან არახელსაყრელია და ამასთან ერთად, ცდილობს, რომ ეს ყველაფერი გადააბრალოს „ქართულ ოცნებას.“ - განმარტა გივი მიქანაძემ.

 

მისი თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ უმთავრესი პრიორიტეტი არის სამართლის უზენაესობა.

 

ინფორმაციისთვის, ნიკა მელიას თქმით, იმისათვის, რომ მოხდეს თანხის გადახდა აუცილებელია სპეციალური უნიკალური კოდი, რომელიც პროკურატურაში ინახება და მათ მიერ გაიცემა ბრალდებულზე ან მის ადვოკატზე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner