logo_geo
eng_logo
აკაკი ასათიანი: თუ არ მოისვენებენ, ადგება ერთხელ დავით აღმაშენებელი და...
- +

8 ივლისი. 2016. 11:32



„ტრადიციონალისტთა კავშირის" ლიდერმა აკაკი ასათიანმა „რეპორტიორთან" საუბარში „ნაციონალური მოძრაობის" მიერ დიდგორზე დაგეგმილ პარტიულ ყრილობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ნაციონალებმა ყველაფერი გააკეთეს ქვეყნის დასამცირებლად.

 

 

„არაფერი საერთო „ნაციონალურ მოძრაობას" დიდგორის ბრძოლასთან ნამდვილად არ აქვს. თვითონ არ აწუხებთ მათ ეს გადაწყვეტილება. თუ რამე გაუკეთებიათ, ყველაფერი ქნეს ეროვნული ღირსებების შესალახად და დასამცირებლად ამ ქვეყანაში. სადაც უნდათ, იქ ჩაატარონ პარტიული ყრილობა, უბრალოდ, მენანება მათთვის დიდგორი. თუ არ მოისვენებენ, ადგება ერთხელ დავით აღმაშენებელი და უჩვენებს მაგათ სეირს", - განაცხადა აკაკი ასათიანმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner