logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ნიკა მელია კანონმდებლობაში ცალკე არ არის ჩაწერილი და არც ცალკე კანონები არსებობს მასთან მიმართებით
- +

12 თებერვალი. 2021. 15:14

 

 

„პარლამენტმა ერთხელ უკვე მიიღო ასეთი გადაწყვეტილება: თუ პროკურატურა პარლამენტს მომართავს დასაბუთებული მოთხოვნით, პარლამენტი მიიღებს სათანადო გადაწყვეტილებას“, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტას შეეხებოდა.

 

არჩილ თალაკვაძის თქმით, ნიკა მელია კანონმდებლობაში ცალკე არ არის ჩაწერილი და არც ცალკე კანონები არსებობს მასთან მიმართებით.

 

„მართლმსაჯულება მას ეპყრობა და მოეპყრობა ისე, როგორც სხვა, ნებისმიერ მოქალაქეს ჩვენს სახელმწიფოში. რაც შეეხება პოლიტიკურ პროცესებს, პოლიტიკური კალენდარი ვერ გახდება და ვერ უკარნახებს მართლმსაჯულებას, სასამართლოს თუ პროკურატურას, როგორ უნდა იმოქმედონ მათ კანონდარღვევის შემთხვევაში. პოლიტიკური ცხოვრება გაგრძელდება ისე, როგორც ამას კანონზომიერება განაპირობებს. მე ვფიქრობ, რომ ნიკა მელიას საკუთარ ხელში აქვს ეს არჩევანი, სურს პოლიტიკურ პროცესს გაჰყვეს პატიმრობაში, თუ სურს მონაწილეობა გარეთ ყოფნის პირობებში“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას გირაოს დარჩენილი თანხის გადახდის ვადა დღეს ეწურება. მელია აცხადებს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner