logo_geo
eng_logo
მდინარე აბაშისწყალში დაკარგული მოზარდის ძებნისას მაშველი დაიხრჩო
- +

8 ივლისი. 2016. 12:06



მარტვილში, სოფელ გოჭკადილში, მდინარე აბაშისწყალში დაკარგული მოზარდის ძებნისას მაშველი დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი კერძო მყვინთავი იყო, რომელიც დაკარგული მოზარდის ოჯახმა დაიქირავა.



მოზარდის სამძებრო სამუშაოები გუშინ დაიწყო და ამ დრომდე უშედეგოდ გრძელდება. სამძებრო სამუშოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლები არიან ჩართული, ასევე ბათუმიდან ჩაყვანილი მყვინთავები.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner