logo_geo
eng_logo
ამირან გულუაშვილი: ჩვენი თვითმიზანი არასოდეს არ იყო ნიკანორ მელიას პატიმრობა
- +

12 თებერვალი. 2021. 18:17

 

 

ჩვენი თვითმიზანი არასოდეს არ იყო ნიკანორ მელიას პატიმრობა. ჩვენ ვთვლიდით, რომ აღკვეთის ღონისძიება უნდ გამოყენებულიყო იმ სახით, რა სახითაც ის უზრუნველყოფდა მართლმსაჯულების მიზნების მიღწევას, - ამის შესახებ პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქიმთ, ნიკა მელია 2019 წლის 27 ივნისიდან იყო ინფორმირებული, რომ გირაოს არგადახდის შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიება დაუმძიმდებოდა.

 

3 ნოემბერს მოსამართლის მეირ მიღებული გადაწყვეტილება გულისხმობდა, რომ 40 ათასი ლარი გირაოს სახით ნიკანორ მელიას ანგარიშზე უნდა განეთავსებინა 50 დღის ვადაში და ეს ვადა ფორმალურად ამოიწურა 24 დეკემბერს.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ ბრალდებული არ მოახდენს გირაოს სახით განსაზღვრული თანხის შესაბამის ანგარიშზე მოსამართლის მიერ დადგენილ ვადაში მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება შეიცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით.

ეს განემარტა ნიკანორ მელიას ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მან პირველად სასამართლოს წინაშე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და სასამართლომ მის მიმართ გამოიყენა გირაო. ჯერ კიდევ 2019 წლის 27 ივნისს ამ საქმეში დაცვის მხარისათვის ცნობილი იყო, რომ გირაოს თანხის შეუტანლობა ანგარიშზე წარმოადგენს გირაოს დარღვევას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება“, - განაცხადა პროკურორმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner