logo_geo
eng_logo
დიდი ბრიტანეთის მთავრობა საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს
- +

8 ივლისი. 2016. 12:08



NATO-ს ვარშავის სამიტი - მნიშვნელობა დიდი ბრიტანეთისთვის და მნიშვნელობა საქართველოსთვის - ამ შინაარსის განცხადებას ავრცელებს საქართველოში ბრიტანეთის საელჩო.


 

„8-9 ივლისს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი, საგარეო საქმეთა მინისტრი ფილიპ ჰემონდი და თავდაცვის მინისტრი მაიკლ ფელონი, ვარშავაში NATO-სამიტს დაესწრებიან.

 

დიდი ბრიტანეთისთვის NATO-ცენტრალური ადგილი უკავია. ჩვენს მიერ, NATO-ფარგლებში კოლექტიური თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით აღებული ვალდებულებები რჩება მტკიცე.

 

გაერთიანებულმა სამეფომ 2014 წლის NATO-სამიტს, ალიანსისთვის სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს პერიოდში უელსში უმასპინძლა. ჩვენ დასაბამი მივეცით, ათწლეულის მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვან კოლექტიური თავდაცვის მექანიზმის შემუშავებას და თანამედროვე უსაფრთხოების რისკების აღმოფხვრის ახალ ინიციატივებზე ვიმუშავეთ.

 

ვარშავის სამიტისთვის, NATO ადაპტაციის შემდეგ ფაზაში გადავა და კოლექტიური თავდაცვის და შეკავების მიმართულებით უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს გადადგამს, რათა ჩვენ უკეთ შევძლოთ ნებისმიერი მიმართულებიდან წამოსულ საფრთხეებზე რეაგირება. მათ შორისაა, NATO-ძალების მოცულობის გაზრდა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც ოთხი ძლიერი ბატალიონია ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვასა და პოლონეთში.

 

ვარშავაში ასევე დაისმება NATO-სა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გაძლიერების საკითხი და ავღანეთში სტაბილურობის განმტკიცების პროგრამის - NATO-მტკიცე მხარდაჭერის მისიის - გრძელი ვადით მხარდაჭერის საკითხიც.

 

ვარშავა საქართველსთვისაც მნიშვნელოვანი იქნება. პირველად NATO-სამიტის ფარგლებში, NAთO-საქართველოს კომისიის სხდომა ჩატარდება. ეს მოვლენა ხაზს უსვამს საქართველოსა და ალიანსს შორის ურთიერთობების მოცულობასა და სიღრმეს და საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე მიღწეული პროგრესის აღიარების ნათელი დემონსტრირებაა.

 

დიდი ბრიტანეთი განაგრძობს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, როგორც ორმხრივი თანამშრომლობის გზით, ისე NATO-მეშვეობით", - ნათქვამია განცხადებაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner