logo_geo
eng_logo
თენგიზ ფხალაძე: ველოდებით პრაქტიკულ ნაბიჯებს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასთან დაკავშირებით
- +

8 ივლისი. 2016. 12:13



პრეზიდენტის მრჩეველ თენგიზ ფხალაძის განცხადებით, საქართველო NATO-ს ვარშავის სამიტიდან ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას ელოდება.


 

„საქართველო წარმოდგენილია ყველა იმ ფორმატში, სადაც კი შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს NATO- არაწევრი სახელმწიფო. ველოდებით, რომ იქნება მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, მტკიცე გზავნილები საქართველოს NATO-ში შემდგომ ინტეგრაციასთან დაკავშირებით და რაც უაღრესად მნიშვნელოანია, რომ გადაიდგას პრაქტიკული ნაბიჯები საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასთან დაკავშირებით", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner