პრეზიდენტის მრჩეველ თენგიზ ფხალაძის განცხადებით, საქართველო NATO-ს ვარშავის სამიტიდან ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას ელოდება.
„საქართველო წარმოდგენილია ყველა იმ ფორმატში, სადაც კი შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს NATO-ს არაწევრი სახელმწიფო. ველოდებით, რომ იქნება მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, მტკიცე გზავნილები საქართველოს NATO-ში შემდგომ ინტეგრაციასთან დაკავშირებით და რაც უაღრესად მნიშვნელოანია, რომ გადაიდგას პრაქტიკული ნაბიჯები საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასთან დაკავშირებით", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.