logo_geo
eng_logo
ტრამპის ადვოკატები: „დემოკრატებმა“ დონალდ ტრამპს ჯეროვან სამართლებრივ პროცედურაზე უარი უთხრეს
- +

13 თებერვალი. 2021. 01:26

 

 

აშშ-ის სენატში იმპიჩმენტის პროცესზე აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ „დემოკრატებმა“ დონალდ ტრამპს ჯეროვან სამართლებრივ პროცედურაზე უარი უთხრეს.

 

„ჩვენი კონსტიტუცია და სამართლიანობის პრინციპი მოითხოვს, რომ ნებისმიერი სამართლებრივი პროცესი, რომელსაც მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება ადამიანის ცხოვრებისთვის, მათ შორის იმპიჩმენტი, ჯეროვანი პროცესის სრული დაცვით ჩატარდეს. ეს მოიცავს ფაქტების დადგენასა და კანონიერი და ჩვენებებით გამყარებული ბაზის წარმოდგენას. ამ შემთხვევაში, პრეზიდენტ ტრამპსა და მის ადვოკატებს შესაძლებლობა არ მისცეს, გაცნობოდნენ მტკიცებულებებს ან ეჭვის ქვეშ დაეყენებინათ მათი მართებულობა“, - განაცხადა იმპიჩმენტის პროცესზე დონალდ ტრამპის ერთ-ერთმა ადვოკატმა, დევიდ შოენმა.

 

6 იანვარს ვაშინგტონში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა.

 

9 თებერვალს აშშ-ის სენატში ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო. დონალდ ტრამპს ბრალი ამბოხის წაქეზებაში ედება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner