logo_geo
eng_logo
ვარშავაში NATO-ს 27-ე სამიტი გაიხსნა
- +

8 ივლისი. 2016. 12:24



ვარშავაში NATO-ს რიგით 27-ე სამიტი მუშაობას შეუდგა. ღონისძიება ქალაქის ცენტრალურ სტადიონზე ექსპერტთა ფორუმით გაიხსნა, რომელსაც NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ხელმძღვანელობენ.



ვარშავაში მთელი მსოფლიოდან 58 დელეგაციაა ჩასული. სამიტში მონაწილეობს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც. ორდღიან შეხვედრაზე შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციაზეც იმსჯელებენ, რომლის სრულფასოვანი მონაწილე, სავარაუდოდ, საქართველოც უნდა გახდეს. სამიტის ფარგლებში ჩატარდება NATO-საქართველოს კომისიის სხდომაც.



NATO-ს სამიტზე მიიღებენ გადაწყვეტილებას ალიანსის უსაფრთხოების გაძლიერებასა და მისი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების თაობაზე, ასევე მის საზღვრებს გარეთ სტაბილურობის გაძლიერებაზე.



მოკავშირეები შეთანხმდებიან ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვასა და პოლონეთში ოთხი ძლიერი და მრავალეროვნული ბატალიონის განთავსებაზე როტაციულ საფუძველზე.



რუმინეთში მრავალწარმომადგენლობითი ბრიგადა უზრუნველყოფს შესაბამის ძალებს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. NATO გადადგამს შემდგომ ნაბიჯებს კიბერთავდაცვისა და სამოქალაქო მზადყოფნის გასაძლიერებლად და ევროატლანტიკურ სივრცეზე ბალისტიკური სარაკეტო თავდასხმის თავიდან ასაცილებლად.



ჩვენს საზღვრებს მიღმა სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, ლიდერები შეთანხმდებიან, რომ გააფართოვონ NATO-ს საწვრთნელი მისია ერაყში და მისი როლი ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებშიისინი ასევე დაეთანხმებიან NATO-ს AWACS სისტემის სათვალთვალო თვითმფრინავის განლაგებას გლობალური კოალიციის მხარდასაჭერად ISIS-ის წინააღმდეგ.

NATO გააგრძელებს ავღანეთისთვის სამხედრო და ფინანსურ დახმარებას და გააძლიერებს პოლიტიკურ და პრაქტიკულ თანამშრომლობას უკრაინასთან, საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკასთან.

2014 წელს, უელსში, ბოლო სამიტიდან მოყოლებული, მოკავშირეებმა განახორციელეს კოლექტიური თავდაცვის ყველაზე დიდი ზრდა ცივი ომის შემდეგ.

გასულ წელს, პირველად მრავალი წლის განმავლობაში, მოკავშირეებმა ასევე გაზარდეს თავდაცვითი ხარჯები. დღეს, NATO უფრო ძლიერია და მზადაა, ნებისმიერი გამოწვევისთვისვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას წლების განმავლობაში", - ნათქვამია ალიანსის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner