logo_geo 14:42
პარასკევი. 21 მარტი. 2025
eng_logo
თურქმენეთის პრეზიდენტმა თავისი ვაჟი ვიცე-პრემიერად დანიშნა
- +

13 თებერვალი. 2021. 10:22

 

 

თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა თავისი ვაჟი სერდარ ბერდიმუჰამედოვი მთავრობის ვიცე-პრემიერად დანიშნა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

 

ამასთანავე, 39 წლის სერდარ ბერდიმუჰამედოვი თურქმენეთის უსაფრთხოების საბჭოს წევრიც გახდა. ახალ თანამდებობაზე პრეზიდენტის ვაჟის ამოცანა

 „წარმოების ყველა სფეროში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა იქნება“.

 

მანამდე სერდარ ბერდიმუჰამედოვი მრეწველობის მინისტრის პოსტს იკავებდა. აღსანიშნავია ისიც, რომ პრეზიდენტის პოსტთან ერთად გურბანგული ბერდიმუჰამედოვი მთავრობის მეთაურის თანამდებობასაც იკავებს. შესაბამისად, სერდარ ბერდიმუჰამედოვი მამის მოადგილე გახდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
მარტი 2025
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            
right_banner
up