უშიშროების საბჭოს მდივან ირინე იმერლიშვილის განცხადებით, საქართველო NATO-ს ვარშავის სამიტიდან ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას ელოდება.
მისი თქმით, ასევე მოლოდინია, რომ კომუნიკეში შავი ზღვის ზღვის უსაფრთხოებაზე ჩანაწერი გაკეთდება.
„ცხადია, ველოდებით კომუნიკეში ჩვენი NATO-ში სწრაფვის დაფიქსირებას, თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას. განსაკუთრებთ ველოდებით შავი ზღვის უსაფრთხოებაზე ჩანაწერს კომუნიკეში და აუცილებლად ველოდებით კიდევ ერთხელ ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას NATO-ს სამიტიდან", - განაცხადა ირინე იმერლიშვილმა.