logo_geo
eng_logo
ვლადიმერ პუტინმა თბილისში მომუშავე დიპლომატი დააჯილდოვა
- +

13 თებერვალი. 2021. 10:44

 

 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დააჯილდოვა. მათ შორის საქართველოში მომუშავე დიპლომატიც არის. ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ავრცელებს.

 

დიპლომატებს ჯილდო გადაეცათ „საგარეო პოლიტიკური კურსის გატარებისა და მრავალწლიანი დიპლომატიური მოღვაწეობისთვის". საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელს დიმიტრი ტროფიმოვს გადაეცა მეორე ხარისხის მედალი „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“.

 

ცნობისთვის, საქართველოს და რუსეთს შორის 2008 წლის ომის და მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციაა გახსნილი.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner