logo_geo
eng_logo
ბათუმში ჩინელი აკრობატების დასის წარმოდგენა გაიმართება
- +

8 ივლისი. 2016. 12:37



8 ივლისს, 20:00 საათზე, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში (მის. ოდისეი დიმიტრიადის N1) ჩინელ აკრობატთა დასი „Tianjin Beauty Arts Troupe" წარმოდგენას გამართავს. ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით ტარდება.


58 არტისტისგან დაკომპლექტებული დასი მრავალფეროვანი რეპერტუარით წარადგენს ჩინურ კულტურას, მათ შორის აკრობატულ ნომრებს, ჩინურ ცეკვასა და სიმღერას, ასევე კუნგფუს წარმოდგენას.  დასწრება თავისუფალია.


ღონისძიება ტარდება ორ ქვეყანას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში. 2015 წლის ნოემბერში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შორის გაფორმდა ოქმი, რომელიც 2016-2019 წლებში კულტურის სფეროში თანამშრომლობას გულისხმობს.


ღონისძიება ხორციელდება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ჩინეთის ხელოვნებისა და გასართობ ღონისძიებათა ჯგუფის, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრისა და თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მხარდაჭერით.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner