logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია: დიდგორზე „ნაციონალები“ ყრილობას ვერ გამართავენ!
- +

ავტორი ანა ფერაძე

8 ივლისი. 2016. 12:43



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ „რეპორტიორთან"  ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამოცხადებულ პარტიის ყრილობაზე, რომლის გამართვას დიდგორზე გეგმავენ. როგორც ქანთარიამ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა" დიდგორზე ყრილობის ჩატარებას ვერ შეძლებს.



„დარწმუნებული ვარ, „ნაციონალური მოძრაობა" ვერ შეძლებს, პარტიის ყრილობა დიდგორზე გამართოს. ეს იდეები ოდესიდან მოდის და ცდილობენ, რომ მუდმივად ყურადღების ცენტრში მოექცნენ.

 

სწორედ დიდგორის მსგავსი იყო 2012 წელი, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა" ჩამოშორდა ხელისუფლებას.

 

ამ საკითხს სერიოზულად ვერ ვუყურებ", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ალექსანდრე ქანთარიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner