ბათუმში უსახლკარო მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა.
შუახნის მამაკაცი თავს ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მდებარე ავტოფარეხს აფარებდა. მასზე თავდასხმის მოტივი უცნობია.
ამ დროისთვის დაჭრილი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაშავებულს მსუბუქი ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. მედიკოსების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.