12 თებერვალს თბილისში შემოსავლების სამსახურთან მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე 30 წლამდე მამაკაცი პოლიციამ დააკავა. „კვირას” მამაკაცის დაკავებას შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ.
გუშინ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან თორნიკე ვაჩაძის ყოფილ თანამშრომლებს სამსახურში მიაკითხა და ფიზიკურად გაუსწორდა, რის შემდეგაც დაშავებული ყოფილი თანამშრომლის ამსახველი ფოტოები ვაჩაძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა.
მომხდარის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც უწყება ადასტურებდა რომ ინციდენტის დროს დაზარალებული შემოსავლების სამსახურის მოქმედი თანამშრომელია, ხოლო პირი, რომელმაც განახორციელა ფიზიკური ანგარიშსწორება, უწყების ყოფილი თანამშრომელია.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გავრცელებულ განცხადებაში გმობდა მომხდარ ფაქტს და აღნიშნავდნენ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს გამოძიება.