logo_geo
eng_logo
გაერო-ს ბავშვთა ფონდი - იემენში 2.3 მილიონამდე ხუთ წლამდე ბავშვს 2021 წელს შიმშილი ემუქრება
- +

13 თებერვალი. 2021. 14:02

 

 

იემენში 2.3 მილიონამდე ხუთ წლამდე ბავშვს 2021 წელს შიმშილი ემუქრება, – ამის შესახებ ინფორმაციას გაერო-ს ბავშვთა ფონდი ავრცელებს.

 

გაერო-ს გენერალური მდივნის ოფიციალური წარმომადგენლის, სტეფან დიუჟარიკის განცხადებით, ჰუმანიტარული დახმარების რეაგირების 3.4 მილიარდიანი გეგმა მხოლოდ 1.9 მილიარდი დოლარით არის დაფინანსებული.

 

გაერო-ს ინფორმაციით, იემენში 400 000-ზე მეტ ბავშვს ემუქრება შიმშილი და მკურნალობის გარეშე შესაძლოა, დაიღუპოს. ეს იემენში შიმშილის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2015 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყანაში ომი დაიწყო.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner