logo_geo
eng_logo
14 წლის მოზარდის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 23 წლის კაცს პატიმრობა შეეფარდა
- +

13 თებერვალი. 2021. 14:22

 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 14 წლის გარდაცვლილი გოგოს საქმის განხილავა დაიწყო. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგლომლობა დააკმაყოფილა და ბრლადებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროცესი დახურული იყო.

 

სექსუალური კავშირის დამყარებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე 23 წლის კაცია დაკავებული.

 

გამოძიების ვერსიით, 23 წლის კაცმა მიუხედავად იმის ცოდნისა, რომ გოგო 16 წლამდე იყო, გასული წლის ივნისსა და დეკემბერში მასთან მოტყუებით სექსუალური კავშირი დაამყარა, შემდეგ კი კონტაქტი გაწყვიტა.

 

პროკურატურის ინფორმაციით, 14 წლის გოგომ, 9 თებერვალს, თავი მოიკლა.

 

გარდაცვლილი გოგოს მიმართ შესაძლო სხვა ძალადობის ფაქტებზე გამოძიება გრძელდება. ერთ-ერთი ვერსიით მასზე ოჯახის წევრები ფიზიკურად ძალადობდნენ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner