logo_geo
eng_logo
ქუთაისის მერიასთან აქციაზე დაკავებულ სამ პირს ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა, სამის სასამართლო პროცესი კი გადაიდო
- +

13 თებერვალი. 2021. 15:05

 

ქუთაისის მერიასთან გუშინ აქციაზე დაკავებული ექვსი პირი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

 

სასამართლომ სამ მათგან ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრა, სამის პროცესი კი გადაიდო.

 

ქუთაისის მერიის შენობასთან გუშინ აქცია გაიმართა, სადაც ოპოზიციის მხარდაჭერებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები ქუთაისის მერიის შენობაში შეჭრას ცდილობდნენ. აქციის მონაწილეები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს უმოქმედობასა და კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებდნენ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner