logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: ვარშავის სამიტზე დავადასტურებთ ჩვენს ერთგულებას საქართველოს მიმართ
- +

8 ივლისი. 2016. 13:03



„ვარშავის სამიტზე დავადასტურებთ ჩვენს ერთგულებას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიმართ, რათა დავეხმაროთ მათ, წინააღმდეგობა გაუწიონ გარე ზეწოლას და განაგრძონ რეფორმები", - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ვარშავის სამიტის ფარგლებში გამართულ „ექსპერტთა ფორუმზე" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

„დღეს ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ გავაძლიეროთ ჩევნი წარმოდგელინობა აღმოსავლეთ ფლანგზე- ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვასა და პოლონეთში. ჩვენ ამ ქვეყნებში ოთხ მრავალეროვნულ ბატალიონს როტაციის საფუძველზე განვათავსებთ. რაც ცხადყოფს, რომ თავდასხმა NATO-ს ერთ წევრ სახელმწიფოზე მთელი ალიანსის ძალების პასუხს შეხვდება. ნება მომეცით, მადლობა გადავუხადო კანადას, გერმანიას, გაერთიანებულ სამეფოს და აშშ-ს გადაწყვეტილებისთვის, რომ უხელმძღვანელებენ ამ ბატალიონებს", - განაცხადა სტოლტენბერგმა.


მისივე თქმით, აღნიშნული სრულად შეეესაბამება NATO-ს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს.


„ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებს, თავდაცვითი, პროპორციული და გამჭვირვალეა, რაც სრულად შეესაბამება ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს. ჩვენი პოზიცია ნათელია. NATO არ ეძებს კონფრონტაციას და არ უნდა ახალი ცივი ომი. ცივი ომი არის ისტორია და ეს უნდა დარჩეს ისტორიაში", - განაცხადა სტოლტენბერგმა.


მისივე თქმით, NATO-ს რუსეთთან კონსტრუქციული და შინაარსიანი დიალოგი სურს, რათა შეამციროს სამხედრო ინციდენტების და ომის რისკი.

 

„რუსეთი ჩვენი ყველაზე დიდი მეზობელი და ევროპული უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია. ასე რომ, რუსეთთან დიალოგი შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner