ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, არსებობს შემთხვევები, როდესაც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანები, რომელთაც სხეულში COVID-19-ის მიმართ ანტისხეულები აქვთ, დაავადების ახალი შტამით ინფიცირდებიან. ამის შესახებ გამოცემა CNBC წერს.
„წინასწარი მოხსენებები სამხრეთ აფრიკიდან იმაზე მეტყველებს, რომ კორონავირუსის ინფექციის მქონე პირებს შეიძლება ვირუსის ახალი, უფრო ინფექციური ვარიანტით, დაინფიცირდნენ", - აცხადებენ ჯანმოში.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ საწყისი მონაცემების თანახმად, ვაქცინები შესაძლოა ახალი შტამების მიმართ ნაკლებად ეფექტური იყოს. თუმცა, ყველა შემთხვევაში ვაქცინაცია დაავადების სიმძიმეს ამსუბუქებს.
ამასთან გამოცემა The Guardian-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში მოცემულია კვლევა, რომლითაც მტკიცდება, რომ ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებამდე კორონავირუსით სამხრეთ აფრიკელების 63% იყო ინფიცირებული.