logo_geo
eng_logo
ჯანმო: COVID-19 გადატანილი ადამიანები ვირუსის ახალი შტამებით დაინფიცირდნენ
- +

13 თებერვალი. 2021. 18:08

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, არსებობს შემთხვევები, როდესაც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანები, რომელთაც სხეულში COVID-19-ის მიმართ ანტისხეულები აქვთ, დაავადების ახალი შტამით ინფიცირდებიან. ამის შესახებ გამოცემა CNBC წერს.

 

„წინასწარი მოხსენებები სამხრეთ აფრიკიდან იმაზე მეტყველებს, რომ კორონავირუსის ინფექციის მქონე პირებს შეიძლება ვირუსის ახალი, უფრო ინფექციური ვარიანტით, დაინფიცირდნენ", - აცხადებენ ჯანმოში.

 

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ საწყისი მონაცემების თანახმად, ვაქცინები შესაძლოა ახალი შტამების მიმართ ნაკლებად ეფექტური იყოს. თუმცა, ყველა შემთხვევაში  ვაქცინაცია დაავადების სიმძიმეს ამსუბუქებს.

 

ამასთან გამოცემა The Guardian-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში მოცემულია კვლევა, რომლითაც მტკიცდება, რომ ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებამდე კორონავირუსით სამხრეთ აფრიკელების 63% იყო ინფიცირებული.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner