logo_geo
eng_logo
გოგი თოფაძე: „ქართული ოცნება“ არჩევნებს დიდი უპირატესობით მოიგებს!
- +

8 ივლისი. 2016. 13:04



„მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" ლიდერმა გოგი თოფაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა. თოფაძის განცხადებით, „ქართული ოცნება" დიდი უპირატესობით მოიგებს არჩევნებს.



„5-6 პოლიტიკური პარტია გადალახავს საარჩევნო ბარიერს. რა ინფორმაციაც არ უნდა გაავრცელოს ზოგიერთმა არაობიექტურმა ტელეარხმა, საპარლამენტო არჩევნებს დიდი უპირატესობით „ქართული ოცნება" მოიგებს. ის კვლევები, რომლებიც ჩაატარა NDI-მ, IRI-მ და სხვებმა, პოლიტიკური დავალება იყო.

„ნაციონალურ მოძრაობას", ნინო ბურჯანაძეს, ჩვენ - „მრეწველებს" , თამაზ მეჭიაურს, „პატრიოტთა ალიანსს" აქვთ შანსი, პარლამენტში შევიდნენ.

არჩევნების შედეგად თუ ბევრი პარტია იქნება წარმოდგენილი პარლამენტში, მაშინ უნდა ვიფიქროთ კოალიციაზე, როგორც ხდება მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში",- განაცხადა თოფაძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner