„პოლიტიკური სპექტაკლი, რომელიც გამოგონილი გაყალბების მტკიცებასა და საპარლამენტო მუშაობის საბოტირების მცდელობას დაემყარა, ნიკა მელიას შეხედულებით მისი ციხეში ჩაჯდომით გამდიდრდება. ნიკა მელიას მიაჩნია, რომ ამით პროცესს ახალი დინამიკა მიეცემა და საზოგადოებრივი პროცესი ქუჩაში გადავა. პროკურატურასთან ერთად გადაწყვეტილება მმართველმა პარტიამაც უნდა მიიღოს და ნიკა მელიას კანონმორჩილებას ხელი შეუწყოს. პოლიტიკური დესტრუქცია, რომელსაც დამარცხებული ნაცმოძრაობა ქვეყნის ასარევად იყენებს, არც საზოგადოების მხარდაჭერით სარგებლობს და არც დასავლეთის“, - ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, დაკისრებული ვალდებულებების არშესრულებით მელია საკუთარ თავს სამართალდამცავი სისტემის მეშვეობით იჭერს, რადგანაც გირაოს გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში კანონი იძულებულია დაუმორჩილებელი პირი დააკავოს.
„ნიკანორ მელია პასუხისგებაში 2019 წლის 25 ივნისს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მიეცა. მისთვის ბრალდების წარდგენა 20 ივნისს ჩადენილი ქმედების გამო მოხდა, როდესაც ნიკა მელიამ პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს შენობაში შეჭრისკენ მოუწოდა და მოგვიანებით განხორციელებულ თავდასხმაში თავადაც ჩაერთო. სასამართლოს გადაწყვეტილებით ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიებად გირაოს გადახდა და ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურის ტარება დაეკისრა. მაშინ ბრალდებულმა სამაჯურიც გაიკეთა და გირაოს თანხაც გადაიხადა.
ბრალდებული მელია დაუმორჩილებლობის რეჟიმზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამანადგურებელი მარცხის შემდეგ გადავიდა, რაც მის ქმედებას უაზრო და უსაფუძვლო ბოიკოტის გამოცხადების პოლიტიკას ლოგიკურად აკავშირებს. პირველ ნოემბერს მელიამ დემონსტრაციულად მოიხსნა და გადააგდო სამაჯური, დაარღვია აღკვეთის ღონისძიება და შესაბამისად, გაეზარდა გირაოს თანხა. ბოიკოტის რეჟიმში მყოფმა მელიამ ჩათვალა, რომ მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას ერთობ წაადგებოდა საკუთარი თავის მსხვერპლად და წამებულად წარმოჩენა, რის გამოც კანონის დარღვევა გადაწყვიტა. დაკისრებული ვალდებულებების არშესრულებით მელია საკუთარ თავს სამართალდამცავი სისტემის მეშვეობით იჭერს, რადგანაც გირაოს გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში კანონი იძულებულია დაუმორჩილებელი პირი დააკავოს.
პოლიტიკური სპექტაკლი, რომელიც გამოგონილი გაყალბების მტკიცებასა და საპარლამენტო მუშაობის საბოტირების მცდელობას დაემყარა, ნიკა მელიას შეხედულებით მისი ციხეში ჩაჯდომით გამდიდრდება. ნიკა მელიას მიაჩნია, რომ ამით პროცესს ახალი დინამიკა მიეცემა და საზოგადოებრივი პროცესი ქუჩაში გადავა. პროკურატურასთან ერთად გადაწყვეტილება მმართველმა პარტიამაც უნდა მიიღოს და ნიკა მელიას კანონმორჩილებას ხელი შეუწყოს. პოლიტიკური დესტრუქცია, რომელსაც დამარცხებული ნაცმოძრაობა ქვეყნის ასარევად იყენებს, არც საზოგადოების მხარდაჭერით სარგებლობს და არც დასავლეთის. რა განვითარება ექნება ნაცმოძრაობის შექმნილ უაზრო ვითარებას და რა ელოდება ნიკა მელიას, პარლამენტის წევრ გივი მიქანაძესა და პროკურორ ამირან გულუაშვილთან ერთად განვიხილავთ“,- განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.