logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ოპონენტები ცდილობენ, სამართლებრივ სისტემას ძირი გამოუთხარონ
- +

13 თებერვალი. 2021. 21:03

 

„ოპონენტებს ჰქონდათ ერთადერთი მიზანი, ზიანი მიეყენებინათ სახელმწიფოსთვის იმ სურათის შექმნით, რომ ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე არის ციხეში, თუმცა განსაკუთრებით პოსტსაარჩევნო პერიოდში დავინახეთ, რომ ჩვენმა პარტნიორებმა მათი სიტყვა არ დაიჯერეს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, თუ როგორ აღიქმება საერთაშორისო პარტნიორების თვალში არსებული ვითარება.

 

მისი თქმით, ოპონენტები ცდილობენ, სამართლებრივ სისტემას გამოუთხარონ ძირი.

 

„ჩვენს პარტნიორებს აქვთ ინფორმაცია ნიკა მელიას საქმეზე და ისიც იციან, რომ გირაო დემონსტრაციულად დაირღვა; ასევე იციან, რომ გირაოს ფარგლებში შეუძლია, ციხე აირიდოს თავიდან. შესაძლოა, დასავლელ პარტნიორებს ჰქონდეთ რეაქცია, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენ შევძლებთ ამის ახსნას. ყველა მითი დაიმსხვრა იმის შესახებ, რომ ჩვენს ოპონენტებს მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდათ დასავლეთთან და შეეძლოთ უფრო მეტად ინფორმაციის მიტანა. დღევანდელმა სიტუაციამ გვაჩვენა, რომ მათი არც ერთი სიტყვა არ დაიჯერეს ჩვენმა პარტნიორებმა და დაიჯერეს ყველა ის სიტყვა, რომელიც ჩვენ ვთქვით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილი.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner