logo_geo
eng_logo
პოლიციამ კვიპროსში აქციაზე წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა
- +

14 თებერვალი. 2021. 00:53

 

კვიპროსში აქციაზე პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. შეკრებილები „მთავრობაში კორუფციას და კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვებს აპროტესტებდნენ“.

 

აქციის მონაწილეებმა ნიქოზიაში, რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობაც შეაფერხეს. დაპირისპირებისას ერთი ადამიანი დაშავდა, დააკავეს პროტესტის მონაწილეებიც.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner