logo_geo
eng_logo
აშშ-ის სენატმა დონალდ ტრამპი უდანაშაულოდ ცნო და მისი იმპიჩმენტი არ შედგა
- +

14 თებერვალი. 2021. 01:35

 

 

აშშ-ის სენატის ორმა მესამედმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა.

 

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის წინააღმდეგ 43-მა სენატორმა მისცა ხმა, მომხრე იყო 57.

 

ტრამპი დამნაშავედ ცნო შვიდმა „რესპუბლიკელმა“. აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საჭირო იყო, რომ ტრამპის წინააღმდეგ ხმა მიეცა 17 „რესპუბლიკელ“ სენატორს.

 

6 იანვარს კაპიტოლიუმში მისი მომხრეების შეჭრის გამო, დონალდ ტრამპს ამბოხის წაქეზებაში სდებდნენ ბრალს.

 

დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი პრეზიდენტი, რომელსაც წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner