logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: როცა სიცრუესა და ნეგატივზე აქვს აწყობილი კამპანია პარტიას, შეუძლებელია ამან თავად არ დააზიანოს
- +

14 თებერვალი. 2021. 03:00

 

„როდესაც არჩევნებზე ასეთ კატასტროფულ მარცხს განიცდის პარტია დაშლა და დეზინტეგრაცია მოსალოდნელია, ამიტომ რაც „ევროპულ საქართველოში“ ხდება ეს მოსალოდნელი იყო“, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შალვა პაპუაშვილმა „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„როდესაც სიცრუესა და ნეგატივზე აქვს აწყობილი მთელი კამპანია პარტიას, შეუძლებელია ამან თავად ეს ორგანიზმი არ დააზიანოს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

ამასთან „ქართული ოცნების“ წევრი ოპოზიციაში და „ევროპულ საქართველოში“ მიმდინარე პროცესებს, გარკვეულწილად ბოიკოტის რეჟიმსაც უკავშირებს. „ჩვენს ოპონენტებშიც არიან ცალკეული დეპუტატები, რომლებსაც სურთ მონაწილეობა მიიღონ პარლამენტის მუშაობაში მაგრამ არიან მოქცეული წრეში, რომელსაც ვერ არღვევენ და ვნახეთ ვინც ეს წრე გაარღვია რა დღე დააყარეს და ასევე მათაც ვინც ამ წრის გარღვევას ცდილობს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner