logo_geo
eng_logo
ირანისა და ავღანეთის საზღვარზე ძლიერი აფეთქება მოხდა
- +

14 თებერვალი. 2021. 10:32

 

 

ირანისა და ავღანეთის საზღვარზე, საბაჟო პუნქტთან საწვავით დატვირთული ავტომობილი აფეთქდა. შედეგად, სულ მცირე, 60 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

 

სააგენტო წერს, რომ აფეთქებამ ავღანეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეაფერხა, რამაც მილიონობით დოლარის ზარალი გამოიწვია. აფეთქება ავღანეთის ტერიტორიაზე მოხდა, თუმცა, საზღვართან სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანები ირანის ხელისუფლებამაც გაგზავნა.

 

ჰერათის პროვინციის გუბერნატორი აცხადებს, რომ ხანძრის ჩასაქრობად, დახმარებისთვის NATO-ს მისიაში მონაწილე შემადგენლობასაც მიმართეს. არსებული ინფორმაციით, ხანძარი, რომლის დროსაც 500-მდე ავტომობილი დაიწვა, უკვე კონტროლს ექვემდებარება.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner