logo_geo
eng_logo
ქიჩიკის მაგისტრალური არხი იწმინდება
- +

14 თებერვალი. 2021. 11:09

 

 

„საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო ინფრასტრუქტურის აღდგენით სამუშაოებს ატარებს. ქვემო ქართლში, სოფელ ჯანდარაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

 

ექსპლუატაციის პროგრამით, ნატანი მასისა და ხე-ბუჩქნარისაგან  ქიჩიკის მაგისტრალური არხის ჯამში 3 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთი იწმინდება.

 

ჩატარებული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს, რაც სარწყავი წყლის მიწოდებას 3000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გააუმჯობესებს.

 

აღნიშნული ფართობით  გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ  ჯანდარის, ნაზარლოსა და ვახტანგისის   მოსახლეობა ისარგებლებს.

 

გაწმენდითი სამუშაოები „საქართველოს მელიორაციამ“ საკუთარი ძალებით მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და თებერვლის ბოლოს დასრულდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner