-
+
14 თებერვალი. 2021. 11:20
კატალონიაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. ამის შესახებ ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს.
საარჩევნო უბნები რეგიონში ადგილობრივი დროით 09:00 საათზე გაიხსნება. ელექტორატი რეგიონული პარლამენტის 135 დეპუტატს აირჩევს.
ბოლო გამოკითხვებით, არჩევნებში გამარჯვების ყველაზე რეალური შანსი სოციალურ პარტიას აქვს, რომელიც ესპანეთისგან გამოყოფის წინააღმდეგია, მეორე ადგილზე მემარცხენე რესპუბლიკელები არიან, მესამე პოზიციას კი მოძრაობა „ერთად კატალონიისთვის“ იკავებს, რომელიც ესპანეთის შემადგენლობიდან გასვლას უჭერს მხარს.
ბოლოს კატალონიაში არჩევნები 2017 წელს ჩატარდა, მას შემდეგ, რაც ესპანეთის ხელისუფლებამ რეგიონში გამართული ე.წ. „დამოუკიდებლობის რეფერენდუმის“ შედეგები უკანონოდ ცნო.
წყარო :