logo_geo
eng_logo
არჩილ გამზარდია: „ნაციონალებს“ ხალხში გამოჩენის მორალური უფლება არ აქვთ!
- +

8 ივლისი. 2016. 13:44


 

ექსპერტმა არჩილ გამზარდიამ, „რეპორტიორთან" საუბრისას, „ნაციონალური მოძრაობის" ყრილობის დიდგორზე გამართვის იდეა მკრეხელობად და ფასეულობების შეურაცხყოფად შეაფასა.

 

„იურიდიულად, „ნაციონალებს"  უფლება აქვთ, სადაც შეკრება არ არის აკრძალულ, იქ ჩაატარონ ღონისძიება. თუმცა „ნაციონალური მოძრაობის" ცნობილ სახეებს, რომლებიც პარტიაში წლების განმავლობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ, არათუ დიდგორზე ყრილობის გამართვის, არამედ ხალხში გამოჩენის მორალური უფლება არ აქვთ. ისევე როგორც სააკაშვილის გელათში ფიცის დადება  იყო მკრეხელობა და ჩვენი ფასეულობების შეურაცხყოფა, იგივეა ეს იდეაც",- განაცხადა გამზარდიამ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner