logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენი: ტრამპის იმპიჩმენტის წინააღმდეგ ვინც წავიდა, ისინიც ფიქრობენ, რომ დამნაშავეა
- +

14 თებერვალი. 2021. 12:43

 

 

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ისინიც კი, ვინც ტრამპის იმპიჩმენტის წინააღმდეგ წავიდა, ფიქრობენ, რომ ის დამნაშავეა. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც თეთრი სახლის ლიდერმა სენატში გამართული კენჭისყრის შემდეგ გაავრცელა.

 

„ისინიც კი, ვინც ტრამპის დამნაშავედ გამოცხადების წინააღმდეგ წავიდა, მათ შორის „რესპუბლიკელების“ ლიდერი მიტჩ მაკკონელი, მიიჩნევენ, რომ ტრამპი დამნაშავეა თავისი მოვალეობების სამარცხვინოდ დარღვევაში და „პრაქტიკულად და მორალურად არის პასუხისმგებელი ძალადობის პროვოცირებაზე, რომელიც კაპიტოლიუმს დაატყდა თავს“, – ნათქვამია ჯო ბაიდენის განცხადებაში.

 

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტმა 6 იანვარს ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს აშშ-ის ისტორიის სამარცხვინო ფურცელი უწოდა.

 

„ჩვენ ყოველთვის ყურადღებით უნდა ვიყოთ. ძალადობისა და ექსტრემიზმის ადგილი ამერიკაში არ არის“, – ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ სენატორების ორმა მესამედმა მხარი არ დაუჭირა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს და ის უდანაშაულოდ გამოცხადდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner