-
+
14 თებერვალი. 2021. 13:12
თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილე თ.ჯ. დაკლო, ჟურნალისტთან დაკავშირებული სკანდალის გამო, თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ BBC წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკლო გამოცემა „Politico“-ს ჟურნალისტ ტარა პალმერს კარიერის დანგრევით დაემუქრა, როდესაც რეპორტიორი მისი პირადი ცხოვრების შესახებ კითხვებს უსვამდა.
„ვერანაირი სიტყვა ვერ გამოხატავს ჩემს სინანულს, უხერხულობას და ზიზღს ჩემი საქციელის მიმართ.
ძალიან განრისხებული ვარ, რადგან შევარცხვინე და იმედგაცრუებული დავტოვე ჩემი კოლეგები და პრეზიდენტი ბაიდენი . დღეს, თეთრი სახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელთან თათბირის შემდეგ, მე თანამდებობას ვტოვებ“, - დაწერა 32 წლის პოლიტიკოსმა „Twitter“-ის ოფიციალურ გვერდზე თანამდებობის დატოვების შემდეგ.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ სამსახურიდან გაათავისუფლებს ყველას, ვინც „კოლეგას უპატივცემულოდ მოექცევა“.
წყარო :