logo_geo
eng_logo
დავით ნოზაძემ დარიალის სასაზღვრო-გამტარი პუნქტი მოინახულა
- +

14 თებერვალი. 2021. 13:33

 

 

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული, დავით ნოზაძე დარიალის სასაზღვრო-გამტარ პუნქტზე იმყოფებოდა. რწმუნებულმა მოინახულა და დეტალურად გაეცნო საბაჟო პუნქტის მუშაობის სპეციფიკას.

 

სახელმწიფო რწმუნებული დაინტერესდა გამშვები პუნქტის მუშაობით, რა უფლება-მოვალეობები აქვთ იქ დასაქმებულ პირებს და აქვთ თუ არა რაიმე სახის საჭიროება, რისი მოგვარებაც ადგილობრივი ხელისუფლების დონეზეა შესაძლებელი. რწმუნებული ასევე დაინტერესდა, თუ როგორ სრულდება საზღვარზე ის რეგულაციები, რომელიც საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა კოვიდ-პანდემიის ფართოდ გავრცელების თავიდან არიდების მიზნით.

 

რეგიონის პირველმა პირმა, დარიალის სასაზღვრო-გამტარ პუნქტზე დასაქმებულ თითოეულ თანამშრომელს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, ვინც დასაქმებულია დარიალის სასაზღვრო გამტარ პუნქტზე. ისინი ოცდაოთხი საათის განმავლობაში თავდაუზოგავად მუშაობენ იმისათვის, რათა არ იყოს რაიმე სახის შეფერხება საზღვარზე. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ აქ დასაქმებულებს საუკეთესო სამუშაო პირობები ჰქონდეთ. სასაზღვრო პოლიციის, საბაჟო გამშვები პუნქტისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა დეტალურად ამიხსნეს, თუ როგორ ხდება საზღვრის კონტროლი და რა პროცედურებს გადის მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის დროს, ასევე მივიღე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ხდება ტრანზიტული და ადგილობრივი ტვირთების შემოსვლა და გასვლა ქვეყნის ტერიტორიაზე“, - განაცხადა დავით ნოზაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner