logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილმა ხელი მოაწერა ვარშავის სამიტისადმი საქართველოს საპარლამენტო პარტიების ერთობლივ მიმართვას
- +

8 ივლისი. 2016. 13:47



საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელს აწერს ვარშავის სამიტისადმი საქართველოს საპარლამენტო პარტიების ერთობლივ მიმართვას, რომელშიც პოლიტიკური პარტიები ადასტურებენ, რომ ღრმა პოლიტიკური განსხვავებებისა და დაპირისპირებისა მიუხედავად, პოლიტიკური სპექტრი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად ერთიანდება.



პარტიები თხოვნით მიმართავენ NATO-ს წევრ ქვეყნებს, მხარი დაუჭიროს და წაახალისოს საქართველოს სწრაფვა ალიანსის წევრობისკენ.



საქართველოს პრემიერ-მინისტრი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ სხვადასხვა საკითხზე განსხვავებული ხედვების მიუხედავად, ამ კონკრეტულ თემაზე კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელი გახდა.



„ამ დოკუმენტის ხელმომწერ საქართველოს პოლიტიკურ საპარლამენტო პარტიებს წარსულიდან მოყოლებული აქვთ არსებითი საშინაო პოლიტკური უთანხმოება. თუმცა ჩვენ ერთიანი ვართ ერთ პრინციპთან დაკავშირებით: საქართველოს არის სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო და ქართველ ხალხს აქვს გადაწყვეტილი, ააშენოს ევროპული დემოკრატია, რომელიც პატივს სცემს თავისუფლებას, ეკონომიკურ შესაძლებლობებს, უსაფრთხოებას და მიისწრაფვის ევროატლანიტკურ ინსტიტუტებში სრული ინტეგრაცისკენ. საქართველოს სურს შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი ევროატლანტიკური საზოგადოების კოლექტიურ უსაფრთხოებაში, დემოკრატიასა და კეთილდღეობაში. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს წინაშე რეგიონში არსებულ განსაკუთრებულ გამოწვევებს. ჩვენი ქვეყანა ნაწილობრივ ოკუპირებულია რუსეთის მირ, რომელმაც მის მიერ კონტროლირებადი რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.

საქართველოში 25 წლის განმავლობაში რუსეთის აგრესიისა და 2008 წელს მისი ინტერვენციის შედეგად ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი გვყავს. ჩვენ ვიმყოფებით რეგიონში, რომელიც მოცულია ტერიტორიული დავებით და გეოგრაფიულად ახლოს მდებარეობს მიმდინარე შეიარაღებულ კონფილქტებთან. თუმცა ჩვენი მდებარეობა ასევე მნიშვნელოვანია როგორც დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი ლოჯისტკური და ენერგეტიკული დერეფანი. ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ჩვენი მეზობლების ქმედებებს და არ უნდა ვიყოთ მათი ქმედებების მძევლები. როგორც საქართველოს მოქალაქეები, ჩვენ მხარს ვუჭერთ კეთილმეზობლური ურთიერთობების, თავისუფალი და ღია ვაჭრობის, დიალოგისა და დავების მშვიდობიანი გზით გადაწყვტის პრინციპებს. თუმცა ჩვენ ასევე მზად ვართ, დავიცვათ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ მივისწრაფით ევროატლანტიკურ საზოგადოებაში ჩვენი პარტნიორების მხრიდან საქართველოს ევროკავშირში, NATO-სა და სხვა ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში სრული ინტეგრაციისადმი სრული მხარდაჭერისკენ", - ნათქვამია დეკლარაციაში.



დოკუმენტს ხელს აწერენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, „ქართული ოცნება", „რესპუბლიკელები", „კონსერვატორები", „ეროვნული ფორუმი", „თავისუფალი დემოკრატები" და „ნაციონალური მოძრაობა". 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner