logo_geo
eng_logo
იაპონიამ „Pfizer“-ის ვაქცინა დაამტკიცა
- +

14 თებერვალი. 2021. 14:38

 

 

იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად, „Pfizer“-ის ვაქცინის გამოყენება დაამტკიცეს. ეს პირველი ვაქცინაა, რომლის გამოყენებაზეც ოფიციალურმა ტოკიომ ნებართვა გასცა, - ამის შესახებ Reuters წერს.

 

როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, იოშიჰიდე სუგა აცხადებს, ვაქცინაცია მომავალ კვირაში დაიწყება. თავდაპირველად, ჯანდაცვის სფეროში მომუშავე 10 ათასამდე ადამიანი აიცრება. ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაში იმედს გამოთქვამენ, რომ 2021 წლის შუა პერიოდისთვის, შეძლებენ ვაქცინის მარაგის იმდენად გაზრდას, რომ მთელი მოსახლეობა, 126 მილიონამდე ადამიანი აიცრას.

 

იაპონია ივლისში ოლიმპიური თამაშების მასპინძლობისთვის ემზადება. ქვეყანაში კოვიდ-პანდემიის მესამე ტალღაა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 410 ათასამდე შემთხვევაა გამოვლენილი, 6 700-ზე მეტი ინფიცირებული კი, ვირუსს ემსხვერპლა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner