logo_geo
eng_logo
ლიბანში ვაქცინაცია დაიწყო
- +

14 თებერვალი. 2021. 14:54

 

 

ლიბანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას იწყებს. ამის შესახებ Reuters იუწყება. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თქმით, ის თავის რიგს დაელოდება.

 

ვაქცინაცია ქვეყნის უმსხვილესი საზოგადოებრივი საავადმყოფოს კრიტიკული თერაპიის ხელმძღვანელის აცრით დაიწყო, რომლის შემდეგად 93 წლის ცნობილი ლიბანელი მსახიობი და კომიკოსი სალაჰ ტიზანი აიცრა.

 

ბოლო კვირების განმავლობაში ინფექციების მკვეთრ ზრდასთან ბრძოლის მიზნით, ლიბანმა „Pfizer-BioNTech“-ის ვაქცინის 28 500 დოზა მიიღო. ეს პირველი ნაწილია 2.1 მილიონი დოზის, რომელსაც ქვეყანა წლის განმავლობაში ეტაპობრივად მიიღებს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner