-
+
14 თებერვალი. 2021. 15:56
დღეიდან ახალ ზელანდიაში, ოკლენდში 3-დღიანი ლოკდაუნი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
როგორც ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა, ჯასინდა არდერნმა განაცხადა, 3-დღიანი ლოკდაუნის ამოქმედების მიზეზი, კორონავირუსის ადგილობრივი გადაცემის 3 ახალი შემთხვევაა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემთხვევა ახალ ზელანდიაში იანვრის შემდეგ არ დაფიქსირებულა.
ქვეყანაში მიღებული მე-3 დონის შეზღუდვების მთავარი მოთხოვნაა, რომ ყველა, გარდა გადაუდებელი საჭიროებებისა, სახლში დარჩეს.
წყარო :