logo_geo
eng_logo
რუსეთში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
- +

14 თებერვალი. 2021. 18:16

 

 

რუსეთში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები დაიწყო. ტელეკომპანია „დოჟდის“ ინფორმაციით, ერთადერთი აქცია, რომელიც სანქცირებული იყო, ყაზანში შედგა. აქტივისტებმა მშვიდობიანი მომიტინგეების უკანონო დაკავება, რეპრესიები და საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებები გააპროტესტეს.

 

აქციაზე რამდენიმე ასეული დემონსტრანტი შეიკრიბა. ამასთან, ხელისუფლებას ნებართვა 200-კაციანი მიტინგის ჩატარებაზე ჰქონდა გაცემული. როდესაც მონაწილეთა რაოდენობამ 200-ს მიაღწია, პოლიციამ სხვა მომიტინგეებს აქციისთვის გამოყოფილ ადგილამდე მისვლის უფლება არ მისცა.

 

მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში კი აქცია ქალებმა გამართეს. მათ ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და სოლიდარობა გამოუცხადეს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლ ქალებს. მათ შორის ალექსეი ნავალნის მეუღლეს.

 

სოციალურ მედიაში ვრცელდება ფოტოები ხაბაროვსკიდან და სახალინიდან, სადაც მოქალაქეებს ხელში უჭირავთ ტელეფონები, რომელთაც სანათები ჩართული აქვთ.

 

შეგახსენებთ, რომ აქციის ორგანიზატორებმა სწორედ ამ ფორმით სთხოვეს მომხრეებს პროტესტის გამოხატვა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner