logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: ჩვენი თვითმიზანი არაა ნიკანორ მელია საპატიმროში მოხვდეს, თუმცა მას ამის დიდი სურვილი აქვს
- +

14 თებერვალი. 2021. 21:46

 

 

„ჩვენი თვითმიზანი ნამდვილად არ არის, რომ ნიკანორ მელია საპატიმროში მოხვდეს, თუმცა თავად ნიკანორ მელიას ამის ძალიან დიდი სურვილი აქვს. ამის ახსნა კი ერთადერთია. მას სურვილი აქვს, შექმნას სტიმულაცია, რომ ის არის პოლიტიკურად დევნილი“, - ამის შესახებ ადამიანი უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, ნიკანორ მელიას სურვილი ჰქონდა, დაპირისპირებულიყო ქართულ სახელმწიფოს და მისთვის ყოფილიყო შეფარდებული ისეთი მიდგომები, რომელიც განსაკუთრებულ პრივილეგიას უნდა დაფუძნებოდა.

 

„იმ ფონზე, როდესაც რეალურად ადამიანებს ვერ არწმუნებენ საკუთარ სიმართლეში, დაწყებული არჩევნების ვითომდა გაყალბების, არ შემდგარი სცენარი, სპეკტაკლები დაიდგა ამ მიმართულებით და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი ვერ შეძლეს, ახლა აუცილებელია ისეთი მოქმედების განხორციელება, რომელმაც ისეთ გრძნობებზე ითამაშოს, როგორიც არის საზოგადოების ემპათია“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner