საქართველოში აშშ-ის ელჩის იან კელის განცხადებით, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი.
„ყველამ იცით, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი იმყოფებოდა საქართველოში. ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, რომელიც მან გაახმოვანა, იყო ის, რომ ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებას, გახდეს NATO-ს წევრი. დღეს პრემიერმა, პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ კვლავ განამტკიცეს საქართველოს მისწრაფება, რომ გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ნაწილი",- განაცხადა იან კელიმ.