logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ოპოზიციამ შეუძლებელია რევოლუცია მოაწყოს, ქართული საზოგადოება მტყუან-მართალს კარგად ხედავს
- +

14 თებერვალი. 2021. 22:12

 

 

„ისინი ფიქრობენ, რომ იქნებ რევოლუცია მოაწყონ. ამის ძალა არ აქვთ, შეუძლებელია მათ რევოლუცია მოაწყონ, იმიტომ, რომ ქართული საზოგადოება კარგად ხედავს მტყუან-მართალს“, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ „იმედის კვირასთან“ ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას განაცხადა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდი ოპოზიციას საგამოძიებო კომისიაში ეპატიჟება და 1%-იანი გადახრის შემთხვევაშიც კი მზად არის ახალი არჩევნების დასანიშნად.

 

„დღეს, როცა კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე უარს გვეუბნებიან, ამბობენ, რომ ამის შემდეგ კიდევ გადაწერეს (ოქმები). ანუ, 11 300-მა მათმა წარმომადგენელმა ჯერ ხელი მოაწერა გაყალბებულ ოქმებს და შემდეგ, ეს რომ გასწორებულიყო, კიდევ მიიყვანეს და ხელი მოაწერინეს ან გაუყალბეს ხელმოწერები. წარმოგიდგენიათ როგორ ჩიხში შედიან? სამართლებრივში, რაციონალურში“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner