logo_geo
eng_logo
მართლმადიდებელი ეკლესია 15 თებერვალს მირქმას აღნიშნავს
- +

15 თებერვალი. 2021. 00:45

 

 

დღეს, 15 თებერვალს, მართლმადიდებელი ქრისტიანები ღვთისადმი მადლიერების ნიშნად, ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთ საუფლო დღესასწაულს, მირქმას, მაცხოვრის მიგებებას აღნიშნავენ.

 

მირქმა, ღვთისადმი მიგებების დღესასწაული, საუფლო 12 დღესასწაულთა შორის ერთ-ერთია. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს 40 დღის ყრმა იესო ღვთისმშობელმა მარიამმა და მართალმა იოსებმა ტაძრად მიიყვანეს, რათა უფლისთვის ძღვენი შეეწირათ.

 

წმინდა სვიმონ ღვთისმიმრქმელმა იცნო ტაძარში მიყვანილი მაცხოვარი, რომელსაც იგი, ანგელოზის სიტყვისამებრ, სამ-ნახევარ საუკუნეზე მეტხანს ელოდა. ებრაულიდან ბერძნულად წმინდა წერილის თარგმნის დროს მას სურდა, „ქალწულმა მუცლად იღო“ სიტყვა ქალით შეეცვალა. ანგელოზმა მას შესწორება აუკრძალა და უთხრა, რომ ქალწულისაგან შობილ მაცხოვარს თავად იხილავდა.

 

წმინდა სვიმონი იესოს კრძალვით მიეგება, თავის მკლავზე მიირქვა, მიიწვინა და განაცხადა: „აწ განუტევე მონაი შენი მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა. მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი“. ამ ფაქტის შემდეგ წმინდა სვიმონი მალე აღესრულა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner