logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: საქართველო არის გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანა
- +

8 ივლისი. 2016. 14:01



NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა NATO-ს სამიტის ოფიციალურ გახსნამდე ვარშავაში გამართულ „ექსპერტთა ფორუმზე" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო არის NATO-ში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანა და ალიანსი მასთან მჭიდრო თანამშრომლობას განაგრძობს.



ჩვენ ვმუშაობთ საქართველოსა და უკრაინასთან როგორც მჭიდრო პარტნიორებთან. რაც შეეხება საქართველოს, ეს კანდიდატი ქვეყანაა, ჩვენ ვმუშაობთ მასთან და მხარს ვუჭერთ მის ძალისხმევას, მოახდინონ შეიარაღებული ძალების მოდერნიზება, გაატაროს რეფორმები და მოვიდეს NATO- სტანდარტებთან შესაბამისობაში.

 

ბოლო სამიტზე მივიღეთ არსებითი პაკეტი და მას შემდეგ, ამ პაკეტის შესრულებაზე ვმუშაობთ. ჩვენ გავაგზავნეთ მრჩევლები და ცოტა ხნის წინ ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი გავხსენით. ეს არის ძლიერი, მნიშვნელოვანი სიგნალი იმისა, თუ როგორ ვავითარებთ თანამშრომლობას და როგორ ვუჭერთ მხარს საქართველოს.

 

ჩვენ მივესალმებით საქართველოს პროგრესს და გავაგრძელებთ მის მხარდაჭერას.

ფუნდამენტური პრინციპია, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, უსაფრთხოების რომელი კავშირის წევრობა სურს.

თუ საქართველო, უკრაინა ან სხვა რომელიმე ქვეყანა გადაწყვეტენ NATO-ში გაწევრიანებას, გადაწყვეტილება იქნება მისაღები მხოლოდ ამ ქვეყნის და ალიანსის წევრების მიერ. არც ერთ სხვა სახელმწიფოს არა აქვს უფლება, გვიკარნახოს, რა უნდა გავაკეთოთ", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner