logo_geo
eng_logo
იგორ კვესელავა: ამ ოპოზიციის დრო აღარ არის ქართულ პოლიტიკაში
- +

15 თებერვალი. 2021. 01:01

 

 

“ადრეც ვამბობდი, რომ ოპოზიცია დაიშლებოდა, რადგან ეს იყო ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური ძალა. ეს არ იყო ერთობა, ეს იყო დროებითი ურთიერთობა. ახლა ოპოზიცია მარტივ მამრავლებად იშლება. ჰქონდათ განცდა, რომ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებდნენ, მაგრამ დამარცხდნენ. დაშლას წინ უძღოდა გახლეჩვა, რომელიც მოხდა მიშას დამარცხების შემდეგ. პირველები ვინც “ნაცმოძრაობას” გამოეყვნენ, იყო ბოკერია და მის გუნდი. ტროცკი, კამენევი და ზინოვიევიც ერთად იყვნენ, ისინი ძლიერი თეორეტიკოსები მაინც იყვნენ, მაგრამ როგორ დამთავრდა მათი ერთობა, ისტორიიდან კარგად ვიცით”, – აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ამ ოპოზიციის დრო აღარ არის ქართულ პოლიტიკაში.”

 

“რა განახლებაზეა ლაპარაკი, განახლება მაშინ იწყება, როცა გაქვს იდეოლოგია. ჩემთვის გაურკვეველია რა იდეოლოგია აქვს ოპოზიციას. მათ აქვთ ისეთი წარსული, რომელსაც საზოგადოება ვერ ივიწყებს, აწმყოშიც ვერაფერს აკეთებენ. რამდენი თვეა ბოიკოტის რეჟიმში არიან, ეს საქმე კი უპერსპექტივოა. ახლა არიან დილემის წინაშე, შევიდნენ თუ არ პარლამენტში, რომელიც მათთვის მხოლოდ პრივილეგიებია. რატომ არავინ არ სვამს ამ კითხვას? მართლაც რომ ჩატარდეს წელს ვადამდელი არჩევნები, რა გარანტია აქვთ, რომ მოიგებენ? ოპოზიციის ამომრჩეველმა უკვე დაინახა, რომ მათი “რჩეულების” გზა უპერსპექტივოა. იმის მაგივრად, რომ პარლამენტში საკითხების გროვა დააყენონ და ამომრჩევლის ინტერესები დაიცვან, არ შედიან, ჩხუბობენ და ერთმანეთს უპირისპირდებიან. მიხვდნენ რომ უღალატეს და მომავალ არჩევნებში ხმას აღარ მისცემენ. ეს ოპოზიციამაც კარგად იცის”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას იგორ კვესელავა.

 

“რესპუბლიკელები” რომ ამბობენ, პარლამენტში ერთხელ შევალთ – “ოცნება” საარჩევნო ბარიერს თუ დაწევს კენჭს ვუყრითო, ეს არის პოლიტიკური ფანცქვალობა. რას წარმოადგენენ “რესპულიკელები”, კუმ ფეხი გამოყოო. ფეხის გამოყოფა იციან მაშინ, როცა სარგებელს ელიან, ასე იყო გამსახურდიას დროს, ასე იყო შევარდნაძის და ბიძინას დროსაც. რაც შეეხება პერსპექტივას, ეჭვი არ მეპარება, რომ სხვა ოპოზიციურ ძალებშიც დაიწყება იგივე პროცესები, ზოგიერთი საერთოდ ჩამოშორდება პოლიტიკურ მოძრაობას. ვინც დარჩებიან, ლიდერები ალბათ შეიკრიბებიან, ყველანი ერთად მოიყრიან თავს და გაერთიანდებიან. ვის გარშემო, არ ვიცი, მიშას გამარჯვება რომ არ უნდათ, ეს ფაქტია”, – განაგრძობს რესპონდენტი.

 

“არავის უნდა მიშას პოლიტიკურ მარწუხებში დაბრუნება, რომელიც არ ჩამოშორდა პოლიტიკას და დარჩა “ნაცმოძრაობის” “კუხნაში”. ძალაუფლების მოპოვების სურვილით არის შეპყრობილი და თანაც უკრაინაშიც შეერყა პოზიციები. ოპოზიცია დღეს არის მოლოდინის რეჟიმში და დაცდას ამჯობინებს, მაგრამ მათი დრო აღარ არის ქართულ პოლიტიკაში. წინ გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც ჩემი აზრით, უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე საპარლამენტო არჩევნები. ამ არჩევნების დროს გამოიკვეთება პოლიტიკური სპექტრის პოზიციები; არ გამოვრიცხავ, რომ გადაჯგუფებები თავად “ქართულ ოცნებაში” მოხდეს”, – დასძენს კვესელავა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner