logo_geo
eng_logo
კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეები პარლამენტში უმრავლესობით შევლენ
- +

15 თებერვალი. 2021. 11:07

 

 

კატალონიაში, 14 თებერვალს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების თანახმად, გამარჯვება სოციალისტურმა პარტიამ მოიპოვა, თუმცა, სეპარატიზმის მომხრე პარტიების საკანონმდებლო ორგანოში წარმომადგენლობა იზრდება, - ამის შესახებ ინფორმაციას France 24 ავრცელებს.

 

ხმათა 99%-ის დათვლის შედეგად, სოციალისტებმა 625 ათასზე მეტი ხმის მოპოვება შეძლეს და 135-ადგილიან პარლამენტში 33 მანდატს მიიღებენ, „მემარცხენე რესპუბლიკელებსა“ და მოძრაობა „ერთად კატალონიისთვის“ კი 65 მანდატი ერგებათ. ამ მოცემულობით, პარლამენტში უმრავლესობას კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეები მიიღებენ.

 

ბოლოს საპარლამენტო არჩევნები რეგიონში 2017 წელს ჩატარდა, მას შემდეგ, რაც ესპანეთის ხელისუფლებამ ე.წ. „დამოუკიდებლობის რეფერენდუმის“ შედეგები უკანონოდ ცნო.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner